Аналитика Telegram-канала
Подписчики
1 143
Охват за 24 ч
99
ER за 24 ч
8,66%
Публикаций
43 836

Динамика подписчиков

7 дней 30 дней 6 месяцев Больше
16 ноя19 ноя22 ноя
Показаны последние 7 дней Больше истории →

Охваты публикаций

18:2320:1220:1420:1620:1623:04
19
Средний охват
43
Лучший результат
Показаны 6 публикаций за 21 ноября Больше статистики →

Упоминания

9 119
Упоминаний
2 768
Из них репостов
578
Каналов
Все упоминания

Последние посты

3 из 43 836 2 из 43 836
Из совместной декларации по итогам встречи Трампа, Си и Путина, из последующих интервью и комментариев, мне видится следующе резюме (к действию)... ...забить болт на: а) ЕС с его кудахтаньем - в принципе; б) на мнение ООН - если этот атвизм не реформируют; в) на МУС - вообще и в частности; г) на анти-российские санкции в ресурсной части. д) на "коллективное стремление к миру" - что не более чем стандартная дежурная дипломатическая отговорка. @Eurasiaexpress 📲 Подписаться
ещё
20 0 21 ноя, 23:04
ავი ენები ამბობენ, სომხები უფრო წუწკები არიან, ეგენი „ევრონიუსს“ წელიწადში მხოლოდ 600 ათას ევროს უხდიანო. კი, ბატონო, ეს თანხა კი არის ცოტა, 18 მილიონთან შედარებით, მაგრამ იმისთვის მაინც არის საკმარისი, რომ ნიკოლ ფაშინიანს თავიანთსავე ტრიბუნაზე კოტიტა თითები არ უქნიონ კიტელიანმა ქალებმა. საერთოდ, ვინ აფინანსებს „ევრონიუსს“? ამ არხის ძირითადი დამფინანსებელი პორტუგალიური საინვესტიციო ფონდი Aლპაც ჩაპიტალ და ევროკავშირი (ევროკომისია) არიან. არხის აქციების 97,6%-ს ფლობს პორტუგალიური საინვესტიციო კომპანია Aლპაც ჩაპიტალ. ჟურნალისტური გამოძიებებით (მათ შორის Lე Mონდე და Dირეკტ36) დადგინდა, რომ 2022 წელს არხი მნიშვნელოვნად დააფინანსეს უნგრეთის სახელმწიფო ფონდებმა. ევროკომისია ყოველწლიურად მილიონობით ევროს გრანტებსა და სუბსიდიებს გამოყოფს „ევრონიუსისთვის“. ეს დაფინანსება არხის წლიური ბრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. აქციების დარჩენილ 2,4%-ს ინაწილებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების, მაროკოსა და მალტის სახელმწიფო მედიაკომპანიები. არხი დამატებით ფინანსდება ტრადიციული რეკლამებით, სპონსორობით, ციფრული პლატფორმებითა და სხვადასხვა ქვეყნის (მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნების) სამთავრობო უწყებებთან პარტნიორული პროექტებით. საქართველოში მოქმედებს „ევრონიუს ჯორჯია“, ის წარმოადგენს ევროპული „ევრონიუსის“ პარტნიორ პროექტს, რომელიც ადგილობრივ დონეზე კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებლების მიერ არის დაფინანსებული. რამდენს უხდის საქართველოს ხელისუფლება „ევრონიუსს“ წელიწადში? საქართველოს ხელისუფლება „ევრონიუსს“ უხდის 0,0 თეთრს. ახლა ხვდებით, რატომ არის გადაცოფებული ამ ტელევიზიის კიტელიანი ქალი? ვაიმე, ევროპული ტელევიზიის წამყვანმა ირაკლი კობახიძე „გააპაზორაო“, გააფარჩაკაო, მიამასქნაო, აღტყინდნენ მარიზ კობახიძის ლექციებზე აღზრდილი აკაცუკები, სინამდვილეში კი პირიქით იყო, პრემიერმა კობახიძემ ღირსეულად დაიჭირა თავი და ყველა გამოხდომას ღირსეულად უპასუხა. ვერაფერს ვიზამთ, ევროპარლამენტარებიც სწორედ ფულის გამო არიან გადაცოფებულები, მათ ე. წ. ლობისტურ და, სინამდვილეში, კორუფციულ გარიგებებში საქართველოდან ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი გაჰქონდათ. რატომ? რისთვის? ბრიუსელისა და ევროპის სტრუქტურებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებისა და ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამ მხრივ რაც მივიღეთ, კი ვხედავთ - გაცოფებული კიტელიანი ქალი. @EURASIAEXpress 🧑‍💻 Подписаться | Прислать новость
ещё
11 0 21 ноя, 20:16
📌გავაგრძელებ: არა, ქალს რომელსაც რაღაც უანაური კიტელი ეცვა და საომრად უფრო იყო გამზადებული, არაფრის გაგონება არ უნდოდა, თქვენ გგონიათ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა რამეს დაგითმობთო? არა, რატომ შეწყვიტეთ მოლაპარაკებების პროცესიო? რამდენჯერ აუხსნა კობახიძემ ტადეოს? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, მაინც ვერაფერი გააგებინა, ის მაინც თავისას მიერეკებოდა. კობახიძემ - ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები, ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატებისა და განხილვების მთავარი საკითხებიო. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე, ეს არის ჩვენი სურვილიო. არა, მაინც არა, ქალი ისევ იმას იმეორებდა, რითაც დაიწყო. მეტიც, ზემოთაც ვთქვი, ისეთი რამე „წამააწვინა“, ყურო, ნუ გაიგონებო, ნათქვამია, მაგრამ რომ გვესმის, რა ვუყოთ? აი, ნახეთ: „ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ - ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს“. არადა, ჩვენ ვხედავთ, საერთაშორისო ღონისძიებებზე ე. წ. ევროპელი ლიდერები კობახიძეს ერიდებიან კი არა, პირიქით, ელაქუცებიან. რა გამოდის, პირში უცინიან და პირსუკან ეგეთ უმსგავსობებს ლაპარაკობენ? არა მგონია, ქაჯი ტადეო, რომელსაც რატომღაც, უცნაური კიტელი აცვია, იტყუება, იგონებს. სხვათა შორის, მეხსიერება დავძაბე და აღმოვაჩინე, რომ მაო ძედუნს ეცვა ასეთი კიტელი. კიმ ჩენ ინსაც აცვია, მაგრამ ის უფრო უკეთესადაა გაუთოებული. „მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ე. წ. ჟურნალისტს. ვერ გაიგო ქალმა, არ გაიგო, ესპანურ ყაიდაზე სქლად გაქნილი წარბები შეჰყარა და ისაო - ხვალ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, იქ სათქვენოდ არაფერი წერია, იცოდეთ, სამაგალითოდ დაისჯებითო. რატომ მოგვიწყეს ევროკავშირელებმა ასეთი სპექტაკლი ანგარიშის გამოქვეყნების წინა დღეს? იმიტომ, რომ შარზე არიან, წვალობენ, მიზეზიანობენ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავიანთ ჭკუაზე ვეღარ დაგვარბენინებენ, მეორე - იმიტომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ვერ ჩაგვაბეს, მესამე - იმიტომ, რომ აქედან ოქროს უზალთუნებს ვეღარ ეზიდებიან. გაგიჟდნენ, გადაირივნენ, გადაცოფდნენ, ჭკუაზე აღარ არიან, მთელი ევროპა ლამის თავზე ენგრევათ და აქეთ გვებრიქებიან, აქეთ ჭკუას გვარიგებენ, უკრაინამ და მოლდოვამ გაგასწრეს, არიქა, იღუპებით, დემოკრატია აღარ გაქვთ, მოდით, მოსამართლეებს ჩვენ დაგინიშნავთო. გაიგონეთ? მოსამართლეებს ჩვენ დაგინიშნავთო, ეს ადრეც სცადეს, მაგრამ უარი მიიღეს. იცით თუ არა, რომ ამ კიტელიანმა ქალმა ილჰამ ალიევს ოთხჯერ ჩამოართვა ინტერვიუ და ისე ელაქუცებოდა, გეგონება, მართლა დემოკრატიის შუქურასთან ჰქონდა საქმე. იცით, რაშია საქმე? არ დაიჯერებთ, აზერბაიჯანი, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, „ევრონიუსს“ წელიწადში უხდის 18 მილიონ ევროს სპონსორობით დაფინანსებული გადაცემების კონტრაქტების ფარგლებში. შიდა კორპორაციულ დოკუმენტებსა და წყაროებზე დაყრდნობით, ამ სარეკლამო გარიგებების შესახებ დეტალები მედიაში, კერძოდ, Eურაცტივ-ისა და Dირეკტ36-ის გამოძიებებში გასკდა. აზერბაიჯანის მიერ ტელეკომპანიის დაფინანსების ძირითადი ასპექტები: აზერბაიჯანი, უნგრეთის სამთავრობო მედიასა და მაროკოს ტურიზმის ეროვნულ ოფისთან ერთად, „ევრონიუსის“ ტოპ 10 უმსხვილეს სარეკლამო კლიენტს შორის ფიგურირებს. ქვეყანა არხთან თანამშრომლობს „აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს“ მეშვეობით, ამ არხზე ხშირად გადის ბაქოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის მაქებარი სიუჟეტები. გაჟონილი შიდა დოკუმენტების თანახმად, არხის სარედაქციო გუნდის წევრებს პირდაპირ მიეთითებოდათ, რომ არ შეეძლოთ თავისუფლად გაეშუქებინათ ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც არხის სპონსორები არიან, მათ შორის, აზერბაიჯანი. ილჰამ ალიევი ერთ-ერთი ის იშვიათი ლიდერთაგანია, ვისთანაც „ევრონიუსი“ რეგულარულად აკეთებს ინტერვიუებს (ხშირად ეკონომიკურ ფორუმებსა და სამიტებზე). მედიადამკვირვებლები და უფლებადამცველები ამ ინტერვიუებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჟურნალისტები ალიევს მხოლოდ „რბილ“ და წინასწარ შეთანხმებულ შეკითხვებს უსვამენ. @EURASIAEXpress 🧑‍💻 Подписаться | Прислать новость
ещё
9 0 21 ноя, 20:16
Больше постов

Продолжить анализ этого канала

  • История роста подписчиков
  • Просмотры и охваты публикаций
  • Кто упоминает канал и кого упоминает он
  • Похожие каналы и подбор для рекламы
Открыть аналитику
Демо до 14 дней